2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშებზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ლაშა გობაძემ პირველი ორთაბრძოლა მოიგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის 87 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე 30 წლის ქართველმა მოჭიდავემ 1/8 ფინალში ალჟირელი სიდ აზარა 2-1 დაამარცხა და 1/4-ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. 1/4 ფინალში ლაშა გობაძის მეტოქე ბულგარელი სემენ ნივიკოვი იქნება, რომელმაც დანიის სახელით მოასპარეზე ტურპალ ბისულტანოვს 5-1 მოუგო.
სამწუხაროდ, 67 კგ. წონითი კატეგორიის პირველივე ორთაბრძოლაში ყირგიზ ისმაილოვთან დამარცხდა რამაზ ზოიძე. იმ შემთხვევაში, თუ ყირგიზი მოჭიდავე ფინალში გავა, რეპეშაჟში გადაერთვება.
ლაშა გობაძე პარიზის ოლიმპიური თამაშების 1/4 ფინალში გავიდა









