ქართველმა მოკრივემ, პარიზის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორმა, ლაშა გურულმა პროფესიონალურ კრივში რამდენიმე დღის წინ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. გურულმა უმაღლესი რანგის ივენთზე - Usyk vs Dubois, ლონდონში, ინგლისელი ჯეიმს ფრანსისი სრული დომინაციით, ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. 24 წლის ჯეიმსს ამ დრომდე, 8 ბრძოლა ჰქონდა ჩატარებული, საიდანაც 7 მოიგო და 1 წააგო, ამჯერად კი კარიერაში მეორე წაგება მიითვალა.
შეგახსენებთ, ლაშა გურულის დებიუტი პროფესიონალურ კრივში 15 მარტს, რუსთავის სპორტის სასახლეში შედგა. ლაშამ დაამარცხა განელი მოკრივე ბერნარდ აბეი, რომელსაც პროფესიონალურ კრივში ექვსიდან ექვსი გამარჯვება ჰქონდა.
ლონდონში მოპოვებული მნიშვნელოვანი გამარჯვებისა და სამომავლო გეგმების შესახებ, ლაშა გურულმა LaGazzetta.ge-სთან ინტერვიუში ისუაბრა:
- ლაშა გილოცავთ გამარჯვებას, ვნახეთ რომ პრესტიჟულ ივენთზე, ძლიერ და გამოცდილ მეტოქესთან სრული დომინაციით მოიგე, ასეთ ბრძოლას ელოდი?
- როგორც იცით, ბრძოლას ბევრი გარეფაქტორი აქვს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. რინგზე უკვე მარტივია, მე ასე ვთვლი.
წინა ბრძოლაზე 20%-იანი მზადება გავიარე, რადგან ტრავმები მქონდა, ასევე სადებიუტო შეხვედრა იყო პროფესიონალურ კრივში. ვერ ვიყავი შესაბამისად მომზადებული, ახლა კარგად მომზადება მოვახერხე. ასევე, მოგეხსენებათ პირველი ბრძოლა რუსთავში იყო, ჩვენ ხალხთან, ჩემ ქალაქში, რაც დამატებითი ფსიქოლოგიური ფაქტორია, ამიტომაც პირველი ბრძოლა სხვა განზომილება იყო, მეორე სხვა.
ერთმანეთს რომ შევადაროთ პირველი მეტოქეს 6-დან 6 მოგება ჰქონდა, ორივე ძლიერი მეტოქე იყო, თუმცა მეორე ბრძოლაზე კარგად მომზადებული ვიყავი.
- ლონდონში ალექსანდრე თოფურია იყო შენთან, მას სხვა ბრძოლებზეც ვიხილავთ?
- ალექსანდრე თოფურია მოქმედი სპორტსმენია, მას თავისი კარიერა აქვს და მისთვის დრო ძალიან მნიშვნელოვანია და თუ ისე მოხერხდა, რომ მას ჩემი ბრძოლების დროს ექნება დრო ვეცდებით ისევ ერთად ვიყოთ. ალექსანდრე ჩემი ახლო მეგობარია, ოჯახის წევრები ვართ და როცა ერთმანეთის გვერდზე დგომა გვჭირდება ჩვენ ერთად ვართ.
- ალექსანდრე გამუდმებით გელაპარაკებოდა ბრძოლის დროს და რეკომენდაციებს გაძლებდა, მისი ფაქტორი შენ გამარჯვებაში..
- ალექსანდრე თოფურიას ჰქონდა ჩაბარებული მთავარი მწვრთნელის კომპენტენცია, რასაც უმაღლეს დონეზე, იდეალურად გაართვა თავი, რადგან იცის ჩემი ფსიფოლოგია, ხასიათი, კრივის დონე და როცა დავურეკე და ვუთხარი მინდა ჩემ კუთხეში იყო-მეთქი, მითხა შენთან-ვარო. ჩვენ ვიცოდით წინასწარ რა და როგორ იქნებოდა, ისიც ვიცოდი ალექსანდრეს რა როლი ექნებოდა და როგორ გაართმევდა თავს და ასევე, ალექსანდრემაც იცოდა რა იქნებოდა და როგორ მივიღებდი და შევასრულებდი მის დავალებას. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, პრესტიჟული და თავს მშვიდად ვგრძნობდი. ის ემოციური კავშირი რაც უნდა მოეტანა ალექსანდრეს მოლოდინს გადააჭარბა.
- ძალიან პრესტიჟულ Usyk vs Dubois ივენთზე გამოსვლის შესაძლებლობა მოგეცა, ბრძოლის შემდეგ ორგანიზატორებს თუ ესაუბრე და რა გითხრეს?
- აღსანიშნავია, რომ ლონდონში მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული წონის, სუპერმძიმე წონის ქარდზე ვიასპარეზე, სადაც გათამაშდა აბსოლურტური ჩემპიონის წოდება, ოთხივე ქამარი, სულ 5 ბრძოლა იყო და ეს ღონისძიება ჩემი ბრძოლით გაიხსნა. მთავარი პრომოუტერები ვინც არიან მათ წინაშე განაცხადი გაგვეკეთებინა, რაც მოხერხდა, რადგან ჩემ კუთხეში იყო ალექსანდრ უსიკის მენეჯერი ეჯის კლიმასი, რომელიც რინგზე ამომყვა, ბრძოლის ბოლოს მომილოცა გამარჯვება. მიმდინარეობს მოლაპარაკება და ველოდები ოფიციალურ კონტრაქტს და შეასბამისად, ხელს მოვაწერ და ვიქნები queensberry პრომოუშენში.
- უმნიშვნელოვანეს ივენთზე, შთამბეჭდავი გამარჯვება მოპოვებულია, რა იქნება შემდეგი?
- ამ დროისთვის ოლიმპიურ კრივში მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ვემზადები. ახლა ნაკრებთან ერთად შეკრებას გავდივარ. 4 სექტემბერს გამოვალ მსოფლიოს ჩემპიონატზე და ამ შედეგიდან გამომდინარე დავგეგმავთ შემდეგ ეტაპს. ვფიქრობდით, ნოემბერში თბილისში ჩაგვეტარებინა ჩემი მომდევნო ბრძოლა, მაგრამ ახალს ველოდები, შეაძლოა, ისევ ანგლისში, აშშ-ში ან ემირატებში ვიბრძოლო, ველოდები კონტრაქტს.









