ქართველი მოკრივეები ლივერპულში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობენ. შეჯიბრებაში ჩაერთო ოლიმპიური თამაშების პრიზიორი ლაშა გურული.
65 კგ. წონითი კატეგორიის 1/16 ფინალში ქართველმა მოკრივემ საუდის არაბეთის წარმომადგენელი მუსა ალ ჰავსავი დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. მერვედფინალური შეხვედრა 9 სექტემბერს გაიმართბა, ლაშას მეტოქე ირლანდიელი დინ ქლენსიიქნება.
დღეს ლივერპულში 2 ქართველი იასპარეზებს, 1/8 ფინალი -დღის სესია, თბილისის დროით,15:00 საათზე დაიწყება დალუკა ნიქაბაძე (70კგ.) მე-7 ბრძოლაში იასპრარეზებს, ქართველის მეტოქე იორდანიელი ზიად ეაშაში იქნება. საღამოს სესიაში, რომელიც 21:00 საათიდან დაიწყება გიორგი ნატროშვილი (75კგ) ჩაერთვება, ქართველი B რინგზე, რიგით მე-10 ბრძოლას ბელგიელი ჰამზა სრირის წინააღმდეგ გამართავს.









