ინგლისის ქალაქ დერბიშიQueensberry Promotions-ის მიერ გამართულ ღონისძიებაზე ლაშა გურულმა წარმატებით იასპარეზა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
29 წლის ქართველი მოკრივე მექსიკენ ბენიტო გარსიას დაუპირისპირდა, მეტოქე 6 რაუნდიან ორთაბრძოლაში მსაჯთა გადაწყვეტილებით დაამარცხა და პროფესიონალურ კრივში ზედიზედ მესამე გამარჯვება ჩაიწერა აქტივში.
ცნობისთვის, ლაშა გურულის დებიუტი პროფესიონალურ კრივში 2025 წელს ბერნარდ აბისთან შედგა, ხოლო მისი მეორე მეტოქე ჯეიმს ფრანსისი იყო. ამრიგად, ქართველი მოკრივე დაუმარცხებელია და მის ანგარიშზე სამიდან სამი გამარჯვებაა.









