ლივერპულში, მსოფლიო ჩემპიონატზე კრივში, 65 კგ. წონით კატეგორიაში დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. კვარცხლბეკზე ქართველი მოკრივე ლაშა გურული ავიდა, რომელმაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. შეგახსენებთ, ლაშამ ნახევარფინალში ასპარეზობა ხელის ტრავმის გამო ვეღარ შეძლო და ბრძოლას ჩაეხსნა.
ქართველმა მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხედფინალში ინდოელი აბჰინაშ ჯამვალი დაამარცხა, 1/16 ფინალში, საუდის არაბეთის წარმომადგენელ მუსა ალ ჰავსავს სძლია, მერვედფინალში კი ირლანდიელი დინ ქლენსი დაამარცხა.
ლაშა გურულისთვის ბრინჯაოს მედალი ზედიზედ მესამეა მსოფლიო ჩემპიონატებზე. ლაშას მსოფლიოს ჩემპიონატებზე აქამდე ბრინჯაოს 2 მედალი ჰქონდა.









