"ურთულესი შეხვედრა იყო და უფრო მეტი გოლის გატანა შეგვეძლო. რა ვუთხარი არნაუტოვიჩს გაფუჭებული მომენტის შემდეგ? პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, მარკო არის ძალიან გამოცდილი და მაღალი დონის მოთამაშე. გამოუყენებელი მომენტის შემდეგ, მე ის დავამშვიდე. კაპიტანი ვარ, ეს ჩემი მოვალეობაა.
ძალიან მიხარია, რომ ავსტრიელმა თავდამსხმელმა მაინც მოახერხა გოლის გატანა. დიახ, იგივეს გაკეთება შემეძლო მეც, თუმცა არ გამიმართლა. ძალიან კარგად ვიცი, თუ რას გრძნობდა ჩვენი გუნდის ფორვარდი იმ აცილების შემდეგ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ მოვიგეთ", - განაცხადა "ნერაძურის" კაპიტანმა.









