ნანტთან ნათამაშები ფრეს შემდეგ, პარის სენ-ჟერმენს დაუგროვდა 39 გასვლითი მატჩი დაუმარცხებლად, რაც ევროპის ტოპ 5 ლიგაში ახალი რეკორდია. აქამდე საუკეთესო შედეგად ითვლებოდა ის, რაც მილანმა გააკეთა 1991-1993 წლებში, როდესაც კალჩოში ზედიზედ 38 გასვლით შეხვედრაში იყო წაუგებელი.
"როსონერიში" იმ დროს ბრწყინავდნენ მარკო ვან ბასტენი, რუდ გულიტი, ფრანკ რაიკაარდი, ფრანკო ბარეზი, პაულო მალდინი და სხვები. მწვრთნელობა კი არიგო საკისგან ფაბიო კაპელომ გადმოიბარა. "შავ-წითლების" რეკორდი ხელშეუხებელი იყო 32 წლის განმავლობაში, მაგრამ შემდეგ, პსჟ-მ ახალი ისტორია დაწერა.
პარიზელთა წარმატების ერთ-ერთი მთავარი სულისჩამდგმელი არის ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ფრანგულ გუნდში გასულ ზამთარს გადავიდა. ქართველმა ვინგერმა უკვე გაიფორმა ლიგა 1-ის ჩემპიონობა, წინ კი ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალია, სადაც ლუის ენრიკეს გუნდის მეტოქე ლონდონის არსენალი იქნება.









