"მცირე ნაბიჯებს ვდგამთ წინ, თუმცა, რაც მთავარია, სწორი მიმართულებით - დაახლოებით 6 თვის წინანდელ მონაცემებს თუ შევადარებთ, ფერარი ყველაზე მეტად განვითარდა და ლიდერთან სხვაობას ვამცირებთ. ამჟამად ჩამორჩენა საკმაოდ დიდია, თუმცა, თუ განვითარების ტემპს შევინარჩუნებთ, ვფიქრობ, რედ ბულთან მიახლოება და მისი წნეხში მოქცევა დროის საკითხი იქნება."
"მელბურნში დიდი განახლებები არ გვექნება, მთავარი მიზანი აღებული ტემპის შენარჩუნებაა. როდესაც ბოლიდზე დიდი ცვლილება გვექნება, იმედი მაქვს რომ რედ ბულსაც მივუახლოვდებით" - განაცხადა ფერარის მონეგასკმა პილოტმა.











