ასაკის მიუხედავად, 2023/24 სეზონში, იორო ლილის რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, რაზეც მის მიერ ჩატარებული მატჩების რაოდებონაც მეტყველებს - 44 შეხვედრა და 3 გატანილი გოლი! ცენტრალური მცველისთვის ეს შედეგი საკმაოდ შთამბეჭდავია. იოროს განვითარებაში დიდი წვლილი, ლილის ყოფილ და ამჟამად უკვე მილანის მთავარ მწვრთნელს, პაულო ფონსეკას მიუძღვის, რომელმაც რამდენიმე თვის წინ ასეთი კომენტარი გააკეთა:
"იორო? - ფეხბურთელის ასაკს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. ის თუ სხვებზე უკეთესია, მაშინ უნდა ითამაშოს."
ლენი ლილის აკადემიის აღზრდილია, 2022 წლიდან კი მთავარ გუნდში ირიცხება, თუმცა დიდი შანსია, ამ ზაფხულს ფეხბურთელმა გუნდი დატოვოს.
საქმეში არც მეტი, არც ნაკლები 4 ტოპ კლუბია ჩართული: ადგილობრივი პსჟ, ინგლისური მანჩესტერ იუნაიტედი და ლივერპული... და, რა თქმა უნდა, რეალ მადრიდი! ფავორიტი, რომ ესპანური კლუბია, ალბათ, არ გვიკვირს - პერესმა და მისმა გუნდმა იოროს ტრანსფერზე მუშაობა, დაახლოებით 5-6 თვის წინ დაიწყო, შესაბამისად, ფავორიტებიც ისინი არიან. რაც შეეხება მანჩესტერსა და ლივერპულს, ორივე ეს გუნდი ახალ ცენტრალურ მცველს ეძებს, 18 წლის ფეხბურთელს კი დიდ სათამაშო დროს ჰპირდებიან. ლიგა 1-ის ბინადარი პსჟ, ამ მომენტისთვის, ყველაზე უკან არის, რადგან ფეხბურთელი თუ ლილს დატოვებს, დიდი ალბათობით, სხვა ქვეყანაში გააგრძელებს კარიერას.
იმის მიუხედავად, რომ იოროს ლილთან არსებული კონტრაქტი 2025 წელს ეწურება, მისი სატრანსფერო ფასი €50 მილიონია. უახლოეს დღეებში ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით, უფრო მეტ სიახლეს ველოდებით.









