ლერი აბულაძე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, 2023 წლის ევროპის საუკეთესო მოჭიდავედ დასახელდა. ქართველი ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ გამოარჩია და ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე სპეციალური პრიზითა და ფულადი პრემიით დააჯილდოვა.
ლერი აბულაძე 2023 წელს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი გახდა.
63 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველისთვის ბუქარესტში მიმდინარე ევროპირველობა წარუმატებელი აღმოჩნდა, ლერი ტურნირს მეოთხედფინალში გამოეთიშა.