ლევან ფანცულაია სწრაფ ჭადრაკში ევროპის ვიცე-ჩემპიონია. ქართველმა მოჭადრაკემ ტურნირიწაგების გარეშე განვლო. ფანცულაიას ანგარიშზე 7 გამარჯვება და 4 ყაიმია.
ქართველმა ვერცხლის მედალთან ერთად, დამატებით 27 სარეიტინგო ქულა მოიპოვა.
ტურნირი შვეიცარიული სისტემით 11 ტურად ჩატარდა და მასში 38 ქვეყნის 374 მოჭადრაკე მონაწილეობდა









