საქმე ლა ლიგის გასულ ტურში მომხდარ ფაქტს ეხება, როცა რაიო ვალეკანოსთან მატჩში, ლევანდოვსკიმ 81-ე წუთზე ყვითელი ბარათი იმის გამო მიიღო, რომ შეცვლის დროს მოედნიდან ნელა გადიოდა.
ეს რობერტისთვის მე-5 ყვითელი ბარათი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ კადისთან თამაშს გამოტოვებს, მაგრამ კომიტეტი ამ საკითხს განიხილავს. ისინი მიიჩნევენ, რომ ლევანდოვსკიმ ეს განზრახ გააკეთა და ამის გამო, შესაძლოა რეალთან მატჩიც გამოატოვებინონ.
ფიქრობენ, რომ ლევანდოვსკიმ ეს ყვითელი ბარათი ძალით მიიღო, რათა კადისთან არ ეთამაშა, რეალთან უმნიშვნელოვანეს მატჩში კი სრულ მზადყოფნაში ყოფილიყო.
ამასთანავე, თუ ლა ლიგის კომიტეტი ლევანდოვსკის ამ ქმედებას განზრახ ქმედებად არ მიიჩნევს და ელ კლასიკოზე თამაშის უფლებას მისცემს, ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება მეორე მხარეს, ანუ მადრიდის რეალს, შეეძლება. ელ კლასიკო მადრიდში, 21 აპრილს გაიმართება.









