ბოლო საათებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რობერტ ლევანდოვსკი ტრავმირებულია. როგორც ბარსელონას ოფიციალურ საიტზე ვკითხულობთ, პოლონელმა პრე-სეზონის ერთ-ერთ ვარჯიშზე მარცხენა ბარძაყზე კუნთი დაიზიანა.
დღეს კი ცნობილი ხდება, რომ რობერტ ლევანდოვსკის დაზიანება მძიმე არ აღმოჩნდა და ფეხბურთელი მხოლოდ 3-დან 4 კვირამდე იუქმებს. შესაბამისად, 36 წლის ფორვარდი ლა ლიგის პირველ ორ ტურს, რომელიც ბარსელონას მალიორკასთან და ლევანტესთან აქვს, საკუთარ გუნდს ვერ დაეხმარება, თუმცა თუ ყველაფერი გეგმის მიხდვით წავა, რობერტ ლევანდოვსკი მესამე ტურში, რაიო ვალეკანოსთან დიდი ალბათობით თამაშს შეძლებს.
ვეტერანმა პოლონელმა ფეხბურთელმა რეაბილიტაციის კურსი უკვე დაიწყო.









