აღნიშნული მატჩის შემდეგ, ჩაბი ალონსოს გუნდმა რეკორდი დაამყარა - ლევერკუზენს 33 მატჩია არ წაუგია, რაც გერმანიის ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.
23 ტურის შემდეგ, ლევერკუზენს 61 ქულა აქვს, პირველ ადგილზე იმყოფება და მეორეადგილოსან ბაიერნს 11 ქულით უსწრებს. შემდეგ ტურში, ალონსოს გუნდი კიოლნს ესტუმრება.











