ეს არის ზედიზედ 45-ე შეხვედრა, რომელშიც "ფარმაცევტები" არ დამარცხებულან. უნდა ითქვას, რომ ჩაბი ალონსოს გუნდი სეზონის პირველ წაგებასთან ძალიან ახლოს იყო.
ნიკლას ფულკრუგის გოლის შემდეგ, ლევერკუზენი 97-ე წუთამდე აგებდა, თუმცა შემდეგ იოსიპ სტანისიჩმა წონასწორობა აღადგინა და ბუნდესლიგის ჩემპიონების რეკორდი კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა.











