აღსანიშნავია, რომ მატჩის 56-ე წუთისთვის "ფარმაცევტები" აგებდნენ 0:2-ს, შემდეგ კი მასპინძლებმა თამაშში დაბრუნება სცადეს.
61-ე წუთზე სხვაობა შეამცირა ამინ ადლიმ, თუმცა ყველაფერი ჩაბი ალონსოს გუნდის წაუგებელი სერიის დასრულებისკენ მიდიოდა, ამის მიუხხედავად, ბუნდესლიგის ჩემპიონებმა კვლავ არ წააგეს.
თამაშის გადარჩენა შეძლო რობერტ ანდრიხმა, რომელმაც სტუმრების კარი 96-ე წუთზე აიღო. ლევერკუზენის წაუგებელი სერია 46 მატჩამდე გაიზარდა.











