შეხვედრაში ანგარიში საკმაოდ მალე, მე-5 წუთზე გაიხსნა, როდესაც ნორდი მუკიელემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. ამის შემდეგ, უპირატესობას ალონსოს გუნდი დაეუფლა, რასაც ორი გატანილი გოლი მოჰყვა — თავი ჯერ ფლორიან ვირცმა გამოიჩინა, შემდეგ კი კუთხურზე ყველას ჯონათან ტამ აჯობა. შემდეგ იყო სტუმარი გუნდის კიდევ ერთი გააქტიურება და ტაიმის ბოლომდე წინ გასვლა — სებასტიან ბორნაუმ და მატიას სვანბერგმა ვოლფსბურგის დაწინაურება კიდევ ერთხელ მოახერხეს.
მეორე ტაიმი, პირველის მსგავსად, საკმაოდ საინტერესოდ დაიწყო. პიერო ჰინკაპიემ ანგარიშის გათანაბრება კიდევ ერთხელ მოახერხა. შეხვედრის ბოლომდე უპირატესობას ლევერკუზენი ფლობდა, რასაც 93-ე წუთზე ვიქტორ ბონიფისის გამარჯვების მომტანი გოლი მოჰყვა, შეხვედრა ანგარიშით 4:3 დასრულდა.
ჩაბი ალონსოს გუნდმა მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა და ბიაერნთან ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა.
მატჩის მიმოხილვა:









