პრემიერ ლიგის 26-ე ტურის ერთ-ერთი გახსნითი მატჩი სტემფორდ ბრიჯზე გაიმართა, სადაც მაყურებელმა ჩელსისა და ლიდს იუნაიტედის დაპირისპირება იხილა.
იმის მიუხედავად, რომ ჩელსი 58-ე წუთისთვის 2-0 იგებდა, დანიელ ფარკეს ბიჭებმა მოახერეს და საკმაოდ ძლიერ მეტოქეს დაუქამბექეს. იორკშირელებმა მეორე ტაიმში საკმაოდ კარგი პერფორმანსი აჩვენეს და დამსახურებული 1 ქულაც მოიპოვეს.
ლიამ როსენიორის გუნდმა მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა, რის გამოც ოთხეულში დაბრუნება ვერ მოახერხა და 44 ქულით, მე-5 პოზიციაზე დარჩა.
ჩელსი 2-2 ლიდს იუნაიტედი
გოლები: 1-0 ჟოაო პედრო 24', 2-0 კოულ პალმერი (პენ.) 58', 2-1 ლუკას ნმეჩა 67', 2-2 ნოა ოკაფორი 73'.
მატჩის მიმოხილვა









