წარმოგიდგენთ ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონის ყველაზე შედეგიან შემტევ დუეტებს. პირველ ადგილზე არიან პარის სენ-ჟერმენის გარემარბები: ოსმან დემბელე (21 ბურთი) და ბრედლი ბარკოლა (13 ბურთი). აღნიშნულმა წყვილმა საფრანგეთის ჩემპიონატში ჯამში 34 ბურთის გატანა შეძლო.
რაც შეეხებათ ქართველ ლეგიონერებს, იმის გათვალისწინებით, რომ პსჟ-ს მხრიდან ყველაზე შედეგიანები არიან დემბელე და ბარკოლა, ხვიჩა კვარაცხელია სიაში არ არის. გიორგი მიქაუტაძე კი ლიონის მხრიდან ალექსანდერ ლაკაზეტთან ერთად, 21 ბურთით მე-4 პოზიციაზე არის.
ბოლოს კი ზურიკო დავითაშვილი, რომლის დუეტი სენტ-ეტიენში ლუკას სტასინთან ერთად, 17 გოლით მე-11 ადგილზე არის. შეგახსენებთ იმასაც, რომ საფრანგეთის ლიგაში ჩემპიონობის ბედი უკვე გარკვეულია. სეზონის დასრულებამდე 6 ტურით ადრე, პირველი პოზიცია პარიზმა გაიფორმა.
| 1. ოსმან დემბელე (21 გოლი) / ბრედლი ბარკოლა (13 გოლი) პსჟ | 34 გოლი |
| 2. მეისონ გრინვუდი (16 გოლი) / ლუის ენრიკე (7 გოლი) მარსელი | 23 გოლი |
| 3. ემანუელ ემეგა (13 გოლი) / ანდრეი სანტოსი (9 გოლი) სტრასბურგი | 22 გოლი |
| 4. ალექსანდერ ლაკაზეტი (12 გოლი) / გიორგი მიქაუტაძე (9 გოლი) ლიონი | 21 გოლი |
| 5. ევან გესანი (11 გოლი) / გაეტან ლაბორდი (9 გოლი) ნიცა | 20 გოლი |
| 11. ლუკას სტასინი (10 გოლი) / ზურიკო დავითაშვილი (7 გოლი) სენტ-ეტიენი | 17 გოლი |









