დასრულდა ჩემპიონთა ლიგის ფაზა. ცნობილი გახდა იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც მერვედფინალში მოხვდნენ პირდაპირ, ასევე მათი ვინაობა, ვინც ითამაშებენ პლეი ინს და ვისთვისაც ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე სეზონი დასრულებულია.
ჩემპიონთა ლიგის ფაზის უკანასკნელ ტურში აუცილებლად სათქმელია ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა. ყველაფერი იწყებოდა იდეალურად - ქართველმა ვინგერმა შეხვედრის დასაწყისში გააკეთა ასისტი ვიტინია ფერეირაზე, მაგრამ 22-ე წუთზე კოჭის ტრავმის გამო, მოედანი ნაადრევად დატოვა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენად სერიოზულია პარის სენ-ჟერმენის შემტევის ტრავმა. ასევე გამოსარჩევია ანტონიო კონტეს მორიგი ფიასკო ევროსარბიელზე: ლონდონის ჩელსისთან წაგებით, ნაპოლი საუკეთესო 24 შორის არ აღმოჩნდა. რაც შეეხება მთავარ სენსაციას, ლისაბონის სპორტინგი 1/8 ფინალში პირდაპირ ითამაშებს.
გუნდები, რომლებიც 1/8 ფინალში მოხვდნენ პირდაპირ - არსენალი, ბაიერნი, ლივერპული, ტოტენჰემი, ბარსელონა, ჩელსი, სპორტინგი, მანჩესტერ სიტი.
გუნდები, რომლებიც ითამაშებენ პლეი ინში - რეალი, ინტერი, პარის სენ-ჟერმენი, ნიუკასლი, იუვენტუსი, ატლეტიკო, ატალანტა, ლევერკუზენი, დორტმუნდი, ოლიმპიაკოსი, ბრიუგე, გალათასარაი, მონაკო, ყარაბაღი, ბოდო გლიმტი, ბენფიკა.
გუნდები, რომლებმაც ასპარეზობა დაასრულეს - მარსელი, პაფოსი, სენტ-ჟილი, პსვ, ბილბაო, ნაპოლი, კოპენჰაგენი, აიაქსი, აინტრახტი, სლავია, ვილიარეალი, ქაირათი.









