კლუბში პრობლემებია სახელფასო ჭერთან დაკავშირებითაც. პსჟ-სა და მარსელის შემდეგ, ლიონშია ყველაზე დიდი სახელფასო ჭერი. თითქმის ყველა ფეხბურთელს საკმაოდ დიდი ანაზღაურება აქვს, რასაც ასევე მორიგ ფინანსურ პრობლემასთან მივყავართ. იმის ფონზე, რომ ლიონი ჩემპიონთა ლიგაზე ბოლოს 2018/19 სეზონში იყო, კლუბის ფინანსური სიტუაცია ყოველწლიურად უფრო და უფრო უარესდებოდა.
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ლიონიდან მოთამაშეების წასვლაა მოსალოდნელი. იანვარში კლუბი იძულებული იქნება რამდენიმე ფეხბურთელს შეელიოს, რათა გარკვეული ფინანსური მოგება ნახოს. გავლენიანი ფრანგი ჟურნალისტის რომენ მოლინას განცხადებით, მსგავსი ფინანსური პრობლემებით, კლუბი ლიგა 1-ში არ უნდა იყოს, თუმცა ფედერაციაში ამ დრომდე არ ფიქრობენ ლიონის ქვედა დივიზიონებში დაქვეითას. მოლინას ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში თუ ფინანსური სიტუაცია არ დასტაბილურდება, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ შეიძლება საკმაოდ მკაცრი ნაბიჯი გადადგას და ისტორიული კლუბი დააქვეითოს.









