"ყველა ფეხბურთელმა მაქსიმუმი უნდა გაიღოს გუნდისთვის! გასახდელში ფეხბურთელებს ვესაუბრე იმ დამოკიდებულებებზე, რომელიც მოედანზე დავინახე და რამაც ნამდვილად გამაბრაზა.
მიქაუტაძე? ჟორჟს შესვენებაზე ვუთხარი, რომ თუ 200-ჯერ ნათქვამს ვერ გაიგებს, 201-ედ გავუმეორებ. მან ყველაფერზე წინ გუნდის ინტერესი უნდა დააყენოს და თანაგუნდელებთან ერთად პრესინგი უნდა ითამაშოს. გარდა ამისა, დაცვასაც უნდა დაეხმაროს, როგორც ყველა ფეხბურთელი.
პირველი ტაიმის შემდეგ უკეთესად ათამაშდა. ვფიქრობ, ჩემი ნათქვამი კარგად გაიგო. ჟორჟი გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე პირველ ნახევარში. ჩემი აზრით, თუ თანაგუნდელებს მეტად დაეხმარება, თავგანწირვა უკან დაუბრუნდება და ძველებურად შედეგიანი გახდება. ვიცი, რომ გოლების გატანას ისევ მალე დაიწყებს", - განაცხადა 45 წლის სპეციალისტმა.
რაც შეეხება ლიგა 1-ის სატურნირო მდგომარეობას, ლიონმა ახალი სეზონი არც ისე კარგად დაიწყო და 6 ტურის შემდეგ, 7 ქულით, მე-11 პოზიციას იკავებს. გიორგი მიქაუტაძეს ახალ სეზონში ჯერ საგოლე მოქმედება არ აქვს.









