ლიგა 1-ის მეორე ტურში ლიონის ოლიმპიკმა საკუთარ მოედანზე მეცი 3:0 გაანადგურა. აღსანიშნავია, რომ გუნდების სასტარტო შემადგენლობებში იყო სამივე ქართველი ლეგიონერი: გიორგი მიქაუტაძე, გიორგი წიტაიშვილი და გიორგი აბუაშვილი.
მსგავსი შემთხვევა ლიგა 1-ის ისტორიაში იყო პირველად, როდესაც მოედანზე სამი ქართველი აღმოჩნდა. რაც შეეხება მატჩის მიმდინარეობას, წიტაიშვილმა და აბუაშვილმა მოედანზე გაატარეს 62 წუთი, რის შემდეგაც სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლნენ. სრულად ითამაშა მიქაუტაძემ, მაგრამ გოლის გატანა მან ვერ შეძლო.
ლიონი 3:0 მეცი
გოლები: 1:0 მალიკ ფოფანა 25', 2:0 კორენტინ ტოლისო 30', 3:0 ადამ კარაბეკი 83'.









