ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ბევრი ფიქრობდა, რომ ლიონი პორტუგალიელს გუნდიდან გაუშვებდა, თუმცა როგორც ჩანს, კლუბის მფლობელი ჯონ ტექსტორი 52 წლის სპეციალისტს ბოლომდე ენდობა.
"გილოცავ დაბადების დღეს პაულუ! მე შენთან ვარ დღეს და ყოველთვის. შეიძლება შეცდომა დაუშვი, მაგრამ ბოდიში გულწრფელად მოიხადე. შენი სასჯელი აშკარად ძალიან მკაცრია. პაულუ, შენ სწორი ადამიანი ხარ ლიონისთვის! წარმატებები შენ და ჩვენს კლუბს", - ვკითხულობთ ამერიკელი მფლობელის ინსტაგრამ გვერდზე.
კლუბის მფლობელის მხარდაჭერას, მალევე ლიონის ოფიციალური განცხადებაც მოჰყვა, სადაც როგორც ვკითხულობთ, კლუბი საფრანგეთის პროფესიონალური ფეხბურთის ლიგის გადაწყვეტილებას გააპროტესტებს.










