ინგლისის ასოციაციის თასის 1/8 ფინალში, ენფილდზე ერთმანეთს ლივერპული და საუთჰემპტონი დაუპირისპირდნენ. კლოპს ამ შეხვედრაშიც ბევრი ფეხბურთელი აკლდა, "წითლებში" ტრავმების ეპიდემიაა, შესაბამისად, სასტარტო შემადგენლობაში აკადემიის ბევრი ფეხბურთელი ვიხილეთ.
მატჩის საწყისი წუთები სტუმარ გუნდს ბევრად კარგი ჰქონდა, რასელ მარტინის გუნდმა არაერთი სახიფათო მომენტი შექმნა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა. ამდენი გამოუყენებლი მომენტის შემდეგ კი საუთჰემპტონი დაისაჯა - ლივერპულის მხრიდან თავი 18 წლის ლუის ქუმასმა გამოიჩინა, ტაიმი კლოპის გუნდმა მოიგო.
მეორე ნახევარში, გუნდებმა რამდენიმე სახიფათო მომენტის შექმნა ისევ შეძლეს, თუმცა გოლების გატანა ისევ ლივერპულმა მოახერხა. თავი კიდევ ერთმა 18 წლის ფეხბურთელმა, ჯეიდენ დენსმა გამოიჩინა, რომელმაც დუბლი შეასრულა. კლოპის გუნდმა, საბოლოო ჯამში, მარტივი გამარჯვება მოიპოვა.
ლივერპული 1/4 ფინალში მანჩესტერ იუნაიტედს დაუპირისპირდება.
FA Cup
ლივერპული 1/4 ფინალშია, სადაც მანჩესტერ იუნაიტედი ელოდება









