შეთანხმება იყო, რომ მამარდაშვილი ერთი წლიანი იჯარით უნდა წასულიყო და ორი არჩევანი ჰქონდა - ან პრემიერ ლიგის ბორნმუთი ან ისევ ვალენსია. საბოლოოდ, ქართველმა კიპერმა ვალენსია არჩია.
ლივერპული კი მამარდას თამაშებს და ვითარებას თვალს ყოველდღიურად ადევნებს. იქაური გამოცემები ქართველის თამაშს განიხილავენ.
"მამარდაშვილმა ზაფხულში ლივერპულში არ მისვლის მიზეზად ალისონი დაასახელა, თუმცა სამწუხაროდ, ის და ვალენსია ძალიან ცუდ სიტუაციაში არიან და ცხრილის ბოლო პოზიციაზე არიან. მამარდაშვილს კი 17 შეხვედრაში 30 გოლი აქვს გაშვებული. ასეთი თამაშით ალისონის შეცვლა რთული იქნება. თან, კიდევ ერთი კარგი მეკარე - კელეჰერი გვყავს", - წერს Anfieldindex.
📹 Vídeo de @DAZN_ES:
— Radio Taronja (@RadioTaronja_) January 27, 2025
ℹ️ La conversación entre MAMARDASHVILI y FERRAN TORRES al terminar el partido: «¿Por qué no te fuiste este año?». pic.twitter.com/sO3KwNVQF0
როგორც თავში აღვნიშნეთ მამარდაშვილს იჯარით ბორნმუთში წასვლაც შეეძლო. ეს გუნდი კი ამჟამად პრემიერ ლიგაში ძალიან კარგად ასპარეზობს, მე-7 ადგილზეა და ევროტურნირებზე გასასვლელად იბრძვის.
მიუხედავად იმისა, რომ მამარდა გამორჩეულ სეივებს აკეთებს და ვალენსიას ლიდერია, გუნდი ხელს თავის უკეთ წარმოჩენაში არ უწყობს, ეს კი საბოლოოდ სტატისტიკაზე აისახება, რასაც მერსესაიდელებიც უყურებენ.
საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები ზაფხულში, როცა მამარდაშვილი ლივერპულს საბოლოოდ შეუერთდება, თან, ყველაფერი ისე მიდის, რომ ლივერპულს იმ დროს პრემიერ ლიგის მოქმედი ჩემპიონის სტატუსი უნდა ჰქონდეს.









