პრემიერ ლიგის მე-5 ტურის მორიგი შეხვედრა გაიმართა ენფილდზე, სადაც მაყურებელმა ლივერპული-ბორნმუთის დაპირისპირება იხილა. არნე სლოტის გუნდმა "ალუბლები" ყველა კომპონენტში დაჯაბნა და მარტივი 3 ქულაც მოიპოვა. წინა ტურში ნოტინგემ ფორესტთან განცდილი სენსაციური მარცხის შემდეგ, ლივერპულს ეს გამარჯვება ძალიან სჭირდებოდა.
მერსისაიდელთა მხრიდან საუკეთესო ლუის დიასი იყო, რომელმაც დუბლის შესრულება მოახერხა. ერთი გოლიც დარვინ ნუნიესმა გაიტანა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, 3:0.
სლოტის გუნდმა ამ გამარჯვების შემდეგ 12 ქულა მოაგროვა.