შეხვედრაში ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს გაიხსნა. თავი ჯაროდ ბოუენმა გამოიჩინა, რომელმაც სეზონში მე-16 გოლის გატანა მოახერხა. მეორე ტაიმი კლოპის გუნდმა კარგად დაიწყო - თავი ჯერ ენდრიუ რობერსტონმა გამოიჩინა, შემდეგ კი ვესტ ჰემის საჯარიმოში მოყოლილ არეულობას, ალფონს არეოლას ავტოგოლი მოჰყვა.
მატჩის ბოლოსკენ კი ვესტ ჰემმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. ბოუენის საუცხოო პასს, მაიკლ ანტონიოს თავური მოჰყვა, 2:2.
ლივერპულმა ქულები ისევ დაკარგა და დიდი ალბათობით, საჩემპიონო რბოლასაც ჩამოშორდა.
იხილეთ მატჩის მიმოხილვა:









