ბირმინგემის ასტონ ვილასთან კარის მშრალად შენახვის შემდეგ, ინგლისურმა პრესამ გიორგი მამარდაშვილის თამაში დადებითად შეაფასა. გამოცემა Rousing The Kop მიიჩნევს, რომ ლივერპულის ახალწვეულებს შორის ჯერჯერობით ყველაზე გამორჩეული ახალგაზრდა ქართველი გოლკიპერი არის.
"ლივერპულმა ტრანსფერებში დახარჯა 450 მილიონი ფუნტი სტერლინგი და ახალწვეულებს შორის ყველაზე გონივრული შენაძენი ჯერჯერობით მამარდაშვილი არის. ალისონის ტრავმის შემდეგ, ახალგაზრდა გოლკიპერის მაღალი დონე უფრო მკვეთრად გამოჩნდა. გიორგის შეუძლია ბეკერისთვის კონკურენციის გაწევა.
კელეჰერი ძლიერი მეკარეა, თუმცა ქართველმა კარის დარაჯმა აჩვენა, რომ ის უკეთესია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის მხოლოდ 25 წლის არის. მერსისაიდელთა გოლკიპერს განვითარებისთვის დიდი დრო აქვს."









