პრემიერ ლიგის მე-7 ტურის გახსნითი მატჩი სელჰარსტ პარკზე გაიმართა, სადაც ერთმანეთს კრისტალ პალასი და ლივერპული დაუპირისპირდნენ. მაყურებელმა საკმაოდ დაძაბული მატჩი იხილა, სადაც გამარჯვება სტუმარ გუნდს დარჩა. შეხვედრის ერთადერთი გოლი დიოგუ ჟოტამ გაიტანა, რომელმაც კოდი გაკპოს გადაცემით ისარგებლა და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა.
მეორე ტაიმში გუნდებმა რამდენიმე სახიფათო მომენტის შექმნა მოახერხეს, თუმცა მაყურებელს მეტი გატანილი გოლი აღარ უნახავს. არნე სლოტის გუნდმა დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა და ცხრილში 18 ქულით პირველი ადგილი გაიმყარა.