ლივერპულმა თავიდანვე აქტიურად დაიწყო, რასაც მე-7 წუთზე ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის გოლი მოჰყვა, თუმცა ვიდეორეფერიმ ეს ბურთი გააუქმა. სლოტის გუნდი ამაზე არ გაჩერებულა და პირველი ტაიმის ბოლომდე მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანა. თავი ორივეჯერ ლუის დიასმა გამოიჩინა, კოლუმბიელ ფეხბურთელს კი ორივე გოლი მო სალაჰმა გაატანინა.
მეორე ტაიმი პირველის მსგავსად ლივერპულის სრული უპირატესობით წარიმართა, რასაც მესამე გოლიც მოჰყვა. 56-ე წუთზე დომინიკ სობოსლაის პასით, მო სალაჰმა დამსახურებული გოლი შეაგდო. შეხვედრის ბოლომდე მანჩესტერ იუნაიტედი პრესტიჟის გოლის გატანას ცდილობდა, თუმცა "წითელ ეშმაკებს" ეს არ გამოუვიდათ.
არნე სლოტის გუნდი უდანაკარგოდ მიიწევს წინ — სამიდან სამი გამარჯვება და 9 ქულა! რაც შეეხება მანჩესტერ იუნაიტედს, ერიკ ტენ ჰაგის გუნდი ახალ სეზონს საკმაოდ მძიმედ იწყებს. ოლდ ტრაფორდის ბინადრებს 3 მატჩში მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვთ.
იხილეთ მატჩის მიმოხილვა:









