დღეს, დინამო არენაზე გაიმართება ამხანაგური შეხვედრა საქართველოსა და ფარერების ნაკრებებს შორის.
ვინაიდან მატჩი ამხანაგურია და ჩვენი ვარსკვლავებიც არ ითამაშებენ, ამ მატჩის მიმართ დიდი ინტერესი არ იყო, თუმცა ეს ინტერესი გუშინდელი განცხადების შემდეგ გაიზარდა.
გიორგი ლორია, რომელიც ეროვნული ნაკფრების კარს 17 წელი იცავდა, დღეს სანაკრებო კარიერას ასრულებს და ფარერებთან თავის ბოლო შეხვედრას ჩაატარებს.
ამასთან ერთად, ვილი სანიოლის განკარგულებაში მყოფ ფეხბურთელებს შანსი ეძლევათ, რომ თავიანთი შესაძლებობები გამოავლინონ და ვილის თავი მოაწონონ.
გამოძახებული ფეხბურთელებიდან ტრავმის გამო ნაკრებს გიორგი ზარია და ბუდუ ზივზივაძე გამოაკლდა. ეს უკანასკნელი დავით ვოლკოვმა შეცვალა.
ვილი სანილი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი):"ამ თამაშში განსაკუთრებულ ექსპერიმენტებს არ ვგეგმავთ, რადგან საშუალებას ვაძლევთ ახალ ფეხბურთელებს, რომ თავიანთი შესაძლებლობები გამოავლინონ. ჩემი მოლოდინიც უცვლელია - ყველასგან მაქსიმუმს ველოდები, ვინც ამჟამად ნაკრებია გამოძახებული.ნაკრებში სულ არის 9-10 ადგილი, სადაც ნებისმიერ ფეხბურთელს შეუძლია მოხვედრა, ამიტომ მომავალი გვიჩვენებს, რა იქნება სექტემბრის მატჩებში.ფარერები კარგად დაკომპლექტებული გუნდია და მათ წინააღმდეგ რამდენიმე ნაკრებს პრობლემა შეექმნა. ამ თამაშში 100% უნდა გავიღოთ"
ეიბუნ კლასტეინი (ფარერების ნაკრების მწვრთნელი):"ვიცით, რამ მიაღწია ბოლო პერიოდში საქართველომ და მათ წინააღმდეგ თამაში მნიშვნელოვანია.საქართველოს ნაკრებს კარგი მოთამაშეები ჰყავს, განსაკუთრებით შეტევით ფაზაში. ვიცით, რომ ისინი ოპტიმალური შემადგენლობით არ იქნებიან, მაგრამ ვფიქრობ, ეს ფეხბურთელებიც მაღალ დონეზე არიან. ვინაიდან ამხანაგური მატჩია, შეიძლება ბევრი რამ მოხდეს. მთავარია, კარგი თამაში გამოვიდეს"
საქართველო - ფარერები
ამხანაგური მატჩი
5 ივნისი, 20:00
დინამო არენა, თბილისი
საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა: ლორია, გოჩოლეიშვილი, გელაშვილი, დვალი, ხარებაშვილი, გაგნიძე, მექვაბიშვილი, კვეკვესკირი, შენგელია, გულიაშვილი, ქვილითაია









