გავლენიანი ფრანგული გამოცემები ახალ ინფორმაციას ავრცელებენ — როგორც ცნობილი ხდება, ლუის ენრიკე ლიგა 1-ის მოდევნო ტურში გუნდის წამყვანი მოთამაშეების დასვენებას გეგმავს და ამ სიაში უდიდესი ალბათობით ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდება.
როგორც ირკვევა, ესპანელი სპეციალისტი ქართველი ფეხბურთელის განაცხადში არ შეყვანასაც კი სერიოზულად განიხილავს რადგან თვლის, რომ 25 წლის მოთამაშეს დასვენება სჭირდება.
შეგახსენებთ, პარი სენ-ჟერმენი მომდევნო მატჩს ლორიენთან გამართავს, ხოლო 6 მაისს ლუის ენრიკეს გუნდი ბაიერნს ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ერთხელ დაუპირისპირდება.









