ოფიციალურად - იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ კრემონეზეს ფეხბურთელი ლუკა ლოჩოშვილი 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. სერია ბ-ს ბოლო ტურში, კრემონეზემ პალერმოს უმასპინძლა და 0-1 დამარცხდა. 26 წლის ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედაზე 90 წუთიც გაატარა, მატჩის დასრულების შემდეგ კი მთავარმა არბიტრმა ქართველ ფეხბურთელს წითელი ბარათი უჩვენა.
მატჩს საკმაოდ ხმაურიანი დასასრული ჰქონდა. კრემონეზეს ფეხბურთელებმა მსაჯის წინააღმდეგ გარკვეული სახის პროტესტი გამოხატეს, რასაც არეულობა მოჰყვა — ჩხუბში მონაწილეობას ლუკა ლოჩოშვილიც იღებდა.
26 წლის ფეხბურთელი კრემონეზეს სასუოლოსთან, სპეციასთან, კატანძაროსთან და ბრეშასთან შეხვედრებში ვერ დაეხმარება.
