2024 წლის სეზონი ძიუდოში ტოკიოს გრანდ სლემით დასრულდა, სადაც 90 კგ. წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძემ მიიღო მონაწილეობა და ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ქართველმა ძიუდოისტმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო და მასპინძელი ტოკუმოჩი დაამარცხა, ხოლო 1/4 ფინალში ესტონელ კალიულადს აჯობა. რაც შეეხება 1/2 ფინალს, ქართველმა იაპონელ კავაბარას მოუგო და ფინალის საგზური მოიპოვა.
ოქროსთვის ბრძოლაში ლუკა მაისურაძე სანშირო მურაოს დაუპირისპირდა, დაძაბულ ორთაბრძოლაში ვაზარით დამარცხდა და 2024 წლის ტოკიოს გრანდ სლემზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
ლუკა მაისურაძე ტოკიოს გრანდ სლემის ვიცე-ჩემპიონია









