ხორვატიის ეროვნული ნაკრებისა და რეალ მადრიდის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი უელსური კლუბის სუონსის შეძენასთანაა ახლოს. როგორც ფეხბურთელთან დაახლოებული წყაროები ამბობენ, მოდრიჩი ჩემპიონშიპში მოასპარეზე კლუბის მცირე წილს შეიძენს. მხარეები გარიგების ბოლო დეტალებს უახლოეს კვირებში მოაგვარებენ, რის შემდეგაც, ხორვატი კლუბის ერთ-ერთი მფლობელი გახდება.
ცნობისთვის, სუონსი ჩემპიონშიპში 42 ტურის შემდეგ, 54 ქულით, მე-12 პოზიციაზე იმყოფება.
ლუკა მოდრიჩის ეს გადაწყვეტილება მის საფეხბურთო გეგმებს არ შეცვლის. ხორვატი კარიერის დასრულებაზე ჯერ არ ფიქრობს, მეტიც, 39 წლის ნახევარმცველი იმედოვნებს, რომ რეალ მადრიდში კიდევ ერთ სეზონს გაატარებს.









