ყველაზე საინტერესო ისაა, რომ მატჩი ილია თოფურიამ გახსნა. ქართველმა მებრძოლმა მსოფლიო ჩემპიონის ქამარი სანტიაგო ბერნაბეუს წარუდგინა.
რაც შეეხება მატჩის მიმდინარეობას, მიუხედავად რეალის აშკარა უპირატესობისა, საქმე გოლამდე იქამდე არ მივიდა, სანამ ვეტერანმა ლუკა მოდრიჩმა, 81-ე წუთზე, თავისი დარტყმით გუნდი არ დააწინაურა.
მოდრიჩის გოლი ამ შეხვედრაში საბოლოო გამოდგა და სამეფო კლუბმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა.
26 ტურის შემდეგ, რეალს 65 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია.









