"კონტე ძალიან კარგი ადამიანი და თავისი საქმის პროფესიონალია, რომელსაც ჩემს კარიერაში უდიდესი წვლილი მიუღძვის. ამის გამო, კონტეს ვაფასებ.
მასზე ორ სახალისო ისტორიას მოგიყვებით - ინტერში ყოფნისას, ვარჯიშის დაწყებამდე, დავრბოდით ხოლმე. მე კი ეს პროცედურა დიდად არ მომწონდა და არ დავრბოდი. ერთ დღესაც, ეს კონტემ შეამჩნია, თავის კაბინეტში დამიბარა და მითხრა - თუ დავინახავ, რომ გუნდთან ერთად არ დარბიხარ, ჩემთან ვეღარასდროს ითამაშებო. იმის შემდეგ, ფიზიკური და მენტალური სიმტკიცე მოვიპოვე და ის და სხვა თამაშები მაღალ დონეზე ჩავატარე.
როცა ნაპოლიში მოვედი, პირველივე ვარჯიშზე კონტეს შევხვდი, რამდენიმე წამით ერთმანეთს თვალს არ ვაშორებდით, რა დროსაც მან მითხრა - მე ნუ მიყურებ, დაიწყე ვარჯიში და გვაჩვენე შენი საუკეთესო ვერსიაო", - განაცხადა ლუკაკუმ.
მოგეხსენებათ, ლუკაკუს და კონტეს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ და ბელგიელი თავდამსხმელი იტალიელი სპეციალისტის ერთ-ერთი საყვარელი მოთამაშეა.










