ფეხბურთში მალე ახალ ბარათს ვიხილავთ - 54 წლის შემდეგ, წითელ და ყვითელ ბარათს, ლურჯი ფერიც დაემატება.
The Telegraph-ის ინფორმაციით, რევოლუციურ ნაბიჯს ფეხბურთის საერთაშორისო ასოციაციის საბჭო პარასკევს გამოაცხადებს. ახალი წესის მიხედვით, ფეხბურთელი, რომელიც ლურჯ ბარათს მიიღებს, 10 წუთით თამაშიდან მოიხსნება. ფეხბურთელი ლურჯ ბარათს იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ ძალიან სახიფათო შეტევას ჩაშლის ან მსაჯთან კამათს/პროტესტს დიდი ხნის განმავლობაში არ შეწყვეტს.
მატჩში ფეხბურთლი თუ ორ ლურჯ ბარათს მიიღებს, ის მოედანს დატოვებს (ავტომატური წითელი ბარათი). იგივე მოხდება, თუ ფეხბურთლი ერთ ლურჯ ბარათს და ერთ ყვითელ ბარათს მიიღებს.
ახალი ბარათის გამოცდა მომდევნო სეზონიდან იგეგმება, ინგლისის ასოციაციის თასზე. დიდ ტურნირებზე ამ ბარათის დამატება ჯერჯერობით არ განიხილება.
ლურჯი ბარათი ფეხბურთში!









