პრემიერ ლიგის 33-ე ტურში მაყურებელმა მერსისაიდული დერბი იხილა, სადაც გამარჯვება ლივერპულს დარჩა. მატჩის 58-ე წუთზე გიორგი მამარდაშვილმა მეტოქის ფეხბურთელთან შეჯახების დროს მუხლი დაიზიანა, რის გამოც მოედანი ნაადრევად დატოვა.
ქართველმა ფეხბურთელმა ტრავმასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადება რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.
პირველადი ინფორმაციით, ქართველი მეკარე 2-დან 3 კვირამდე იუქმებს, რის შემდეგაც სრული დატვირთვით ვარჯიშს განაახლებს.









