დაკავებულ 18 ადამიანს ბრალად ედება დანაშაულებრივ გაერთიანებასთან, ე.წ. მაფიასთან კავშირი, გამოძალვა, თავდასხმა და სხვა რამდენიმე მძიმე დანაშაული, რომელიც მიეკუთვნება საფეხბურთო გარემოსთან დაკავშირებულ ბიზნესს. დაკავებულთა შორის არიან მარკო ფერდიკო, ინტერის კურვა ნორდის მნიშვნელოვანი ფიგურა, ლუკა ლუჩი, მილანის ულტრასების ერთ-ერთი ლიდერი და კრისტიან როზიელო, ცნობილი იტალიელი არტისტის ფედეზის პირადი მცველი.
სახელმწიფო პოლიციის ანტიდანაშაულებრივი სამმართველოს ცენტრალური ოპერატიული სამსახური გამოძიებას აგრძელებს და დიდი შანსია, დაკავებულთა რაოდენობა კიდევ გაიზარდოს.









