ბრიტანული გუნდის ბოლიდები მონაკოს ისტორიულ ტრეკზე ბრაზილიის დროშის ფერებში (მწვანე, ყვითელი და ლურჯი) იქნება გადაწყვეტილი - გრან პრი 24-26 მაისს ჩატარდება.
Introducing the McLaren SENNA! 👀@McLarenF1’s special livery for the 2024 Monaco Grand Prix 🇲🇨#F1 #MonacoGP #Senna30 pic.twitter.com/ehJiatziRC
— Formula 1 (@F1) May 21, 2024
აირტონ სენა 1960 წლის 21 მარტს ბრაზილიაში დაიბადა და სარბოლო სპორტში პირველი ნაბიჯები 13 წლის ასაკში გადადგა. სენა ფორმულა 1-ში 1984 წელს გამოჩნდა და მაშინვე მიიქცია გულშემატკივრების ყურადღება, პირველი რბოლა კი ერთი წლის შემდეგ, 1985 წლის პორტუგალიის გრან პრიზე მოიგო ლოტუსის ბოლიდით.
ბრაზილიელმა მრბოლელმა ლოტუსთან ერთად 1987 წლის სეზონზე მესამე ადგილი დაიკავა და მაკლარენში გადავიდა, სადაც მომდევნო წელს უკვე ჩემპიონი გახდა. სენამ ბრიტანულ გუნდთან ერთად კიდევ ორჯერ, 1990 და 1991 წელს იზეიმა ჩემპიონობა.
ლეგენდარული ბრაზილიელი მრბოლელისთვის საბედისწერო 1994 წლის სეზონი აღმოჩნდა - წლის მესამე გრან პრიზე, რომელიც იმოლას ავტოდრომზე ჩატარდა, აირტონ სენა დამცავ ჯებირებს დაეჯახა და გარდაიცვალა. 10-წლიანი კარიერის განმავლობაში, სენამ ფორმულა 1-ის 41 რბოლა მოიგო და ავტოსპორტის ლეგენდად იქცა.











