მილოშ კერკეზი ლივერპულს ოფიციალურად შეუერთდა. ბევრს არ ახსოვს ის ფაქტი, რომ ახალგაზრდა მარცხენა მცველი თავის დროზე ირიცხებოდა მილანში, 2021-2022 წლებში. უნგრელი განაპირა მცველის ტრანსფერზე პერსონალურად მუშაობდა იტალიური კლუბის იმდროინდელი დირექტორი, პაოლო მალდინი.
"როდესაც მილანის დონის დიდი გუნდი გეძახის, უარის თქმა რთულია. ვფიქრობდი, თუ არა დიდხანს ამ კლუბში გადასვლაზე? არა, რადგან მე თვით მალდინიმ დამირეკა. "როსონერიში" გადასვლის გადაწყვეტილება მივიღე ძალიან მარტივად, მამასთან გასაუბრების შემდეგ."
უნგრელმა მარცხენა მცველმა ვერ მოახერხა "შავ-წითლებში" დამკვიდრება, რის შედეგადაც ის მოედანზე ერთხელაც არ გამოსულა. იტალიური კლუბის მარცხენა ფრთაზე იმ დროს ტეო ერნანდესი მეფობდა. მერსისაიდელთა განაპირა მცველმა მოიარა ალკმაარი და ბორნმუთი, 2025 წლის ზაფხულიდან კი მის კარიერაში ახალი ეტაპი დაიწყო.
ცნობისთვის, სან სიროს ბინადრებმა კერკეზი გაუშვეს სულ რაღაც 2.7 მილიონი ევროს სანაცვლოდ, ბოსკომბელებმა კი ის "წითლებს" თითქმის 18-ჯერ უფრო ძვირად მიყიდეს. აქვე დავამატებთ, რომ უნგრელი განაპირა მცველის გარდა, ენფილდის ბინადრებმა ასევე გაიფორმეს გიორგი მამარდაშვილი, ფლორიან ვირცი და ჯერემი ფრიმპონგი.









