დღეს, 23:00 საათზე, კარაბაოს თასის მესამე რაუნდში ლივერპული საუთჰემპტონს დაუპირისპირდება. საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ მერსისაიდელთა კარი დღევანდელ შეხვედრაში გიორგი მამარდაშვილმა დაიცვას. ამ ფაქტთან დაკავშირებით თავად გუნდის ახალწვეულმა ქართველმა გოლკიპერმა ისაუბრა.
"ეს შეიძლება იყოს ჩემი პირველი ოფიციალური მატჩი ლივერპულის შემადგენლობაში და ძალიან ბედნიერი ვარ. მნიშვნელობა არ აქვს, ვითამაშებ თუ არა, მზად უნდა ვიყო. ბავშვობაში ვოცნებობდი ვან დაიკის, სალაჰისა და ალისონის დონის მოთამაშეებთან შეხვედრაზე, დღეს კი მათ გვერდით ვთამაშობ.
მერსისაიდში ბევრი უმაღლესი დონის ფეხბურთელია და ეს ვიცოდი აქ გადმოსვლამდეც, თუმცა რასაც ვხედავ, სრული სიგიჟეა. რატომ 25 ნომერი? მამაჩემიც გოლკიპერი იყო და მე მის საქმეს ვაგრძელებ."









