საქართველოს ჩემპიონატში გატარებული 1-წლიანი დროის შემდეგ, ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა მამადუ სახომ ქუთაისის ტორპედო დატოვა.
სახო იმერულ კლუბს გასულ ზაფხულს შეუერთდა და ამ გუნდის მაისურით 16 მატჩი ჩაატარა.
“ტორპედოში მოსვლისას მსურდა მესაუბრა გუნდთან, გამეზიარებინა გამოცდილება. ამ ხნის განმავლობაში ჩემი ოჯახი საქართველოში იყო, შვილები სკოლაში აქ დადიოდნენ.
მხოლოდ საუკეთესო შემიძლია ვუსურვო კლუბს, გუნდელებს. მადლობა ფანებს, მადლობა კლუბს ყველაფრისთვის. დასახული მიზნების მიღწევას გისურვებთ. იმ დღეს, როცა “ტორპედო” ქვეყნის ჩემპიონი გახდება, აუცილებლად ჩამოვალ და აქ ვიქნები.”, - განაცხადა სახომ.









