ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ფარერებს დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
ეროვნული ნაკრების მაისურით ბოლო მატჩი ჩაატარა ვეტერანმა მეკარემ გიორგი ლორიამ.
"17 წლით ნაკრების მაისურის ტარება ძალიან მძიმეა, მაგრამ ეს გზა სუფთა გულით გავიარე და ყველას ვანახე, რომ შრომით ყველაფერი ფასდება. მადლიერი ვარ, რომ ამ წლების განმავლობაში ქართულ ფეხბურთში ჩემი სახელი დავტოვე.
რაც ნაკრებში ვარ, სულ მესმოდა - გვეშველება რამე? როდის გავალეთ ევროპაზე? - ბედნიერი ვარ, რომ მოვესწარი იმ დროს, როცა ევროპის ჩემპიონატზე ნაკრების გასვლას მოვესწარი.
ნაკრების კარი საიმედო ხელშია, რადგან მამარდას პატარაობიდან ვიცნობ და მის განვითარებაში წვლილი შეტანილი მაქვს. მას სულ ვეხმარები და როცა მამარდაა, რა თქმა უნდა, კარი საიმედოდაა", - განაცხადა ლორიამ.









