მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი მამარდაშვილი გახდა, რომელმაც 8 სეივი გააკეთა და ამ ყველაფერთან ერთად, პენალტიც მოიგერია.
მოგეხსენებათ, ლუნინის და კურტუას ტრავმების გამო, რეალის კარს 19 წლის ფრან გონსალესი იცავდა, რომელმაც რეალის დიდ გუნდში პირველი შეხვედრა ჩაატარა. მადრიდში თავიანთი კლუბის მარცხს სწორედ ახალგაზრდა მეკარის არასტაბილურობას აბრალებენ.
მატჩის შემდეგ, მამარდაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ახალგაზრდა მეკარესთან მივიდა და წარუმატებელი დებიუტის გამო, გაამხნევა.
მსგავსი მოქცევა ქართველ მეკარეს რომ არ ეშლება, სომხეთის ნაკრებთანაც ვნახეთ. როცა საქართველომ სომხეთი 6:1 დაამარცხა, მამარდაშვილი მეტოქე გუნდის მეკარესთან მივიდა და მაისურიც გაუცვალა.











