ესპანეთის ლა ლიგის 31-ე ტურში საინტერესო შეხვედრა გაიმართა ვალენსიასა და სევილიას შორის, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის მიწურულს, გუერამ გაიტანა, რაც "ღამურების" მიზნის მისაღწევად საკმარისი გამოდგა.
მორიგი ტოპ მატჩი ჩაატარა ვალენსიას ქართველმა მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა, რომელმაც 5 სეივი გააკეთა და უმაღლესი შეფასება მიიღო.
ამ გამარჯვებით ვალენსიამ 37 ქულა დააგროვა, მე-12 პოზიციაზე გადაინაცვლა და გასავარდნ ზონას საგრძნობლად მოსცილდა.









