"ვფიქრობ, მამარდაშვილი ლივერპულს იდეალურად მოერგება. მას გააჩნია ერთი ისეთი თვისება, რომლის შესახებაც ინგლისელმა გულშემატკივრებმა ჯერ კიდევ არ იციან. გიორგის ძლიერ ხასიათს ვგულისხმობ. ვალენსიაში გადასვლის მომენტისთვის ის განიხილებოდა მე-4 თუ მე-5 გოლკიპერად, მაგრამ მცირე დროში ქართველი გოლკიპერი გუნდის მთავარ ძალად ჩამოყალიბდა.
მართალია, "ღამურებში" გადასვლის მომენტში ის თამაშობდა დინამოში, თუმცა მისი აფეთქება ლოკომოტივში მოხდა. სულ რაღაც 12 თვეში, ის ლა ლიგაში ვიხილეთ. "ლოს ჩესის" ახალგაზრდა გოლკიპერი ძალიან მალე იქნება მსოფლიოს 5 საუკეთესოს შორის და მინდა აღვნიშნო, რომ ის უკვე ახლოს არის ამ ყველაფერთან.
რაც შეეხება კვარაცხელიას, მას აქვს განსხვავებული ხასიათი, უფრო ჩუმია. ვფიქრობ, ორ-სამ წელიწადში ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებს შორის იქნება. ხვიჩას რომ მოუნდეს ნაპოლის დატოვებას, ახალი კლუბის პოვნა არ გაუჭირდება. არ აქვს მნიშვნელობა, დატოვებს თუ არა ის კალჩოს, ჩვენს წინაშე უკვე შემდგარი პროფესიონალია", - განაცხადა სანიოლის ასისტენტმა.











