ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის პლეიოფში ლუქსემბურგის დამარცხების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა კომენტარი გააკეთა.
"საბერძნეთი და ყაზახეთი ჩვენთვის ერთი დონის მეტოქეები არიან და მთავარია მოედანზე ჩვენი თამაში ვითამაშოთ. დანარჩენს არ აქვს მნიშვნელობა, რომელი გუნდი იქნება ფინალში - ორივე შემთხვევაში დაძაბული მატჩი გველოდება წინ."
"ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს, რადგან 90 წუთის განმავლობაში არ გაჩერებულან და სტადიონზე საოცარი ატმოსფერო იყო. მინდა მოვუწოდო ქომაგებს, რომ ჩვენი დაიჯერონ, რადგან მათი გახარება შეგვიძლია" - გიორგი მამარდაშვილი.











